kids.ge logo

ყველა მარიამს

ფავორიტებში დამატება

მარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,-
შენი სამშობლოს მფარველის.,
სიყვარულით რომ შემოგინახა
ზურმუხტისფერი მთა-ველი.

ქამდე კალთით რომ მოგიტანა
შენი პატარა სამშობლო...
ლოცვა აღუვლინე! ლოცვა აღუვლინე,
მის წილხვედრ მიწაზე ნაშობო!

მარიამ, ეგ შენი ცირი სახელი
ქართველთა მფარველი ფარია,
ქება და დიდება შენს ციურ სეხნიას,
პატარა ქართველო მარიამ!

დალოცვილ მიწაზე გოგმანებ, გოგონი,
ცირი ვარსკვლავის დარია,
ღვთის დედის სეხნიავ, პატარა ყვავილო,
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ქება და დიდება ბრწყინვალე სეხნიას
და ლოცვა-კრიალოსნად გაბმული.
კვლავაც დაფაროს, კვლავაც დაფაროს
ჩვენი საყვარელი მამული!

მაყად ატარე სპეტაკი სახელი,-
ცირი ვარსკვლავის დარია!
სათუთო, ლამაზო ქართულო ყვავილო!
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...ხევაშლის ხეს რგავს მახარე, მთელ ქვეყანას ახარებს, რწყავს და მიწას უბარავს, ცივ ნიავს არ აკარებს. -გაიზარდე,...კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026