kids.ge logo

ჩემი თბილის-ქალაქი

ფავორიტებში დამატება

სიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი,
მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი!
აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია,
ეს ქალაქი ისე მშვენირია!

სოლოლაკი, მთაწმინდა,-სხვა ადგილი არც მინდა,
თუნდ განთქმული ოქრო-ვერცხლის ბარაქით,
ვერა, ვაკის უბნები... ჩუმად ვესაუბრები,
რომ ერთია ჩემი თბილის-ქალაქი.

და სახოტბო ლექსებით ტკბილად ველერსები,
გულით, გულით-სიყვარულის ზვარაკით,
დიღომსა თუ დიდუბეს, -ეშხით გადაბინდულებს
ფერება ჩემი თბილის -ქალაქი.

ალბათ ფრენა სწადიათ, წლები ისე გადიან,
მოხატულნი ჩვენი ყრმობის ვარაყით.
აქ დღები მიდიან და სიცოცხლეს ფიქრიანს
გულში იკრავს ჩემი თბილის-ქალაქი.

სიყვარული გავუგეთ, გულის კარი გავუღეთ,
წავიკითხეთ სანუკვარი არაკი,
როგორც დედა მშობელი-გულის დამატკბობელი,
სე მიყვარს ჩემი თბილის ქალაქი!

ძველ უბანთა ხავერდებს უფალს გულით ვავაედრებ,
გახაროს მშობლიურმა ალაგმა!
სოლოლაკი, მთაწმინდა... სხვა საუნჯე არც მინდა,
დღეგრძელოს ჩემმა თბილის-ქალაქმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პეპელაგამონარნარდა პეპელა,- ფრთამოფარფატე, ჭრელიო, ყვავილთა კეკლუც დედოფალს შეჰხარის მთა და ბველიო. კაბა აცვია ...მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026