kids.ge logo

კალია

ფავორიტებში დამატება

დახტის ბებოს ბოსტანში
სკუპ-სკუპელა კალია,
განა საქმეს მოცდება,
წამითაც არ სცალია.
ნარგავებს აკნატუნებს...
ეგ რა სამართალია?
ბებო ჩივის: -ხომ ხედავთ?
დამიბნელა თვალია!
გადაჭამა ბოსტანი!
ვაი, ჩემი ბრალია!
გგონია, რომ დაჭერ?
ელვასავით მალია,-
მწვანემუნდირინი,
სკუპ-სკუპელა კალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026