kids.ge logo

კალია

ფავორიტებში დამატება

დახტის ბებოს ბოსტანში
სკუპ-სკუპელა კალია,
განა საქმეს მოცდება,
წამითაც არ სცალია.
ნარგავებს აკნატუნებს...
ეგ რა სამართალია?
ბებო ჩივის: -ხომ ხედავთ?
დამიბნელა თვალია!
გადაჭამა ბოსტანი!
ვაი, ჩემი ბრალია!
გგონია, რომ დაჭერ?
ელვასავით მალია,-
მწვანემუნდირინი,
სკუპ-სკუპელა კალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...მოდის შემოდგომა!ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის, ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს. სხვა მოძახილი გაისმის ახლა, უკვე სხვაგვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026