kids.ge logo

მთა და ბარი

ფავორიტებში დამატება
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,
ცერად დაჰყურებ ბარსაო?!
რადგანაც ძირით გიცქერის,
მით არ უყადრებ თავსაო?
სალის კლდებით ამაყობ,
თოვლითა, ყინულითაო;
კენკეშა, ურძან-ქუჩითა,
პირიმზე-მწირულითაო.
შენ არად მოგწონს ბარისა
დიდი სიმდიდრე ხილითა,
ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,
ზედ მარგალიტის ღილითა;
არ-რადმე გეჭაშნიკება
ვარდის გაფურჩქვნა დილითა,
გულით დარდების გადაყრა
წითლის კახურის ღვინითა.
შენი ძმა არი ბარიცა.
სთველ-ზაფხულ ბარაქინი,
გმირთ სისხლით შაღებილი აქვს
ველები ბალახინი.

შენი ხევებიც იქ ჩადის,
ხევები კალმახინი.
საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,
ცოდე, ტალახინი.
თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,
შენ თან ჩაყვები ნიდა;
არ გარგებს, თორო შენ იცი,
მთავ, ამაყობა ფრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026