kids.ge logo

ჭრელი კატა

ფავორიტებში დამატება

ჩვენმა ნატამ
ხატა, ხატა,
ჭრელი კატა დაგვიხატა,
აპრეხილი ულვაშებით,
დაცქვეტილი ყურებით...
რა ლამაზი ნახატია!
ვერ გაძღები ყურებით.

ცოცხლივით იცქირება
ნახატიდან, ძამია,
მოგინდება, წინ დაუდგა
მას რძით სავსე ჯამია,
ეშმაკუნა, ყველის ქურდი,
მართლა თაგვიჭამია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...კაკლის ბერტყვახიდან კაკლის წვიმა მოდის, განა წვიმა,- კაკლის სეტყვა! არც წვიმაა და არც სეტყვა, ამას ჰქვია კაკლის ბერტყვა...მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026