kids.ge logo

ჭრელი კატა

ფავორიტებში დამატება

ჩვენმა ნატამ
ხატა, ხატა,
ჭრელი კატა დაგვიხატა,
აპრეხილი ულვაშებით,
დაცქვეტილი ყურებით...
რა ლამაზი ნახატია!
ვერ გაძღები ყურებით.

ცოცხლივით იცქირება
ნახატიდან, ძამია,
მოგინდება, წინ დაუდგა
მას რძით სავსე ჯამია,
ეშმაკუნა, ყველის ქურდი,
მართლა თაგვიჭამია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...კაკლის ბერტყვახიდან კაკლის წვიმა მოდის, განა წვიმა,- კაკლის სეტყვა! არც წვიმაა და არც სეტყვა, ამას ჰქვია კაკლის ბერტყვა...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026