kids.ge logo

მთვარე

ფავორიტებში დამატება

ტაშს უკრავენ ვარსკვლავები,-
დიდებიც და პატარებიც,
გამობრძანდა ცაზე მთვარე,-
გაბადრული, მოელვარე.
გაცინა გიშრის ღამემ:
-გული როგორ დამიმე!
ცის თაღს შემოწყობილები
კისკისდნენ დობილები,-
ვარსკვლავები,
ვარსკვლავები,-
დიდებიც და პატარებიც...
ვერცხლისფერი,
ოქროსფერი,
ზოგი მცხრალი,
ზოგი მკრთალი,
ზოგიც ვნახეთ მოჩახჩახე...
ზოგი ლურჯი,
ზოგი თეთრი,
ბევრზე ბევრი, განა ერთი...
ცის თათს შემოწყობილები,
მთვარის კოხტა დობილები!
რა ლამაზი გახდა ღამე,
ხატავს მთვარე-მოელვარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...მე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დიდია და ნამდვილი. მე მთელი დღე დავზუზუ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...დათვებიროგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი? ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,- გულკეთილი დედა დათვი, გულმაგარი მამა დათვი და და...ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026