kids.ge logo

პატარა ქირურგი

ფავორიტებში დამატება

-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?
ლაშა ექიმი აკეთებს
მძიმე ოპერაციას...
-ვის უკეთებს?
-ჩვენი თაკოს
ხალთახალ თოჯინას.
-უმე! რა დამართა
იმ ციდას, კოკროჭინას?
-უბედური შემთხვევაა!
ბედური შემთხვევა!
ვერ უშველის იმ საბრალოს
მარტო ფეხის შეხვევა...
თურმე ახტაჯანა თამროს
მოუძვრია ფეხები,
ტანლად სტკივა თურმე,
ოდნავ თუ შეხები.
ლაშა ექიმი უკეთებს
ახლა ოპერაციას,
საპერაციში
დიდი გაწამაწია...
მომილოცავს!
მომილოცავს!
გადაგვირჩა თოჯინა!
უკვე არაფერი სტკივა,
საწოლზე წევს მორჩილად.
-მაშ, ოპერაციამ კარგად
ჩარა, დაკო?
-ნუღარ იტყვი, ნუღარ იტყვი,
ჩემო კარგო მაკო...
რა ყოფილა, მეგობრებო,
ჩვენი ლაშა ექიმი!
მერე რა, რომ პატარაა,
რის მეტად კეთილი.
ფეხი როგორ გაუმთელა,
ნეტავ, ერთი გაჩვენათ!
ჩვენს ციცქნა ექიმს ჰქონია,
თურმე, ოქროს მარჯვენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...სძინავს, სძინავს ძილგუდასთოვლით მოდის ზამთრის დილა, ძილგუდას კი სძინავს ტკბილად, არც ფიფქების ნახვა უნდა, აღარც თეთრი თოვლის გუნდა...ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...მე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დიდია და ნამდვილი. მე მთელი დღე დავზუზუ...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026