kids.ge logo

ლაშა კითხულობს გაზეთს

ფავორიტებში დამატება

ლაშამ ახალი გაზეთი
მიურბენინა დედას:
-ოღონდ ეს წამიკითხე და
არ შეგაწუხებ მეტად.
ჩემო დედიკო, გაზეთში
რა წერიო, ნეტავ?

დედამ ღიმილით უცქირა
პატარა ბიჭის სახეს,
მერე გაზეთი გაშალა:
-მოდი, პატარავ, ნახე!

ხედავ? გაზეთში წერია:
„კარგი ბიჭია ლაშა!
დედ-მამის ნუგეშიო...
ვუსურვებთ ფრთების გაშლას!“

ბიჭუნას სახე უბრწყინავს:
-ვაშა, ციცქნა ბიჭს! ვაშა!
გაზეთშიც დაუწერიათ:
„კარგი ბიჭია ლაშა!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026