kids.ge logo

კარლსონი მოგზაურობს

ფავორიტებში დამატება

ერთხელაც კარლსონმა-
სე ვთქვათ, უცაბედად
სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა,
დაკიდულ ხიდზე ენება სერობა...
თქვენ კი მეკითხებით,
კარლსონი ვინ არისო?
შვედეთის მკვიდრია,
სტოკჰოლმის მოქალაქე,
ზღაპრული კაცუნაა,-
დილიდან საღამომდე
დაღალავად
საკუთარ თავს რომ აქებს.
ფერხორცინია იგი ზომირად,
თანაც მოწიფული, ვგონებ, გონირად,
ზურგზე პროპელერი დამაგრები
და აურზარებს არასდროს დაჰკლებია.
ზოგჯერ ჯიტია, ზოგჯერ უდარდელი,
მაგრამ, იცით, რაა მეტად საკვირველი?
ამ ვრცელ მსოფლიში ყველგან რომ ელიან,
კარლსონი ყველასთვის რომ სასურველია,
გულკეთილია დ კარგი მეგობარი...
თანაც სახურავის გახლავთ ბინადარი!
მაგრამ...რას ვამბობდით?
ერთხელაც კარლსონმა
სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა,
დაკიდულ ხიდზე ენება სერობა.
მაგრამ გზად შიმშილმა
თავი რომ შეახსენა,
გოდორა კაცუნა
გზაშივე შეჩერა,
წამსვე აბუზღუნდა:
-ასე არ ვთამაშობ!
გემრიელ პუდინგზე ვიზრუნო, არა სჯობს?
მოდი, ოქროს ჭიშკარს ვეწვევი ივლისში,
ახლა კი გავქუსლავ პირდაპირ ინგლისში!
თქმას და შესრულებას წინ რა დაუდგება?
ნუთუ, მოგზარი გზას არ გაუდგება?
ჰოდა, შიმშილმა ხმას რომ აწია,
ადგა კარლსონი და რომისკენ გატია.
მიფრინავდა და მღეროდა.. მღეროდა,
რომში გემრიელი პიცა რომ ელოდა,
სიმღერა იყო, ვფიქრობ, სულელური,
მაგრამ ნამდვილად არ იყო უგემური...
-„ვაშა, ვაშა, ვაშა!
მიყვარს მხრების გაშლა!
ჭკვიანსა და თამამს
ვინ დამიშლის თამაშს?
თამაშსა და ჭამას“!
თუმცა, როდესაც ჩვენი კარლსონი
მიახლოვდა რომის სანახებს,
ეცრად გზაზე წუხილი აწრიალდა,
ჯიბეში ტელეფონი ჩიტივით აწკრიალდა,-
ციდა ტელეფონი,-სახელად ოცნება,
რომელიც არასდროს ისე არ მოცდება,
ბავშვის სათხოვარი სწრაფად არ გააქციოს
და ზღაპრულ მოგზაურს გზაზე არ დაწიოს.
-ალო, მიპასუხე! ალო, რომელი ხარ?
ნუთუ, ასეთი გადგას გასაჭირი?
მე მომესმა, თუ...
პატარავ, მართლა ტირი?
ციცქნა ტელეფონში გოგონა ივედრება,
ტყობა, მიტოვეს იგი იმედებმა:
-კეთილო კარლსონ! ეს რა დამემართა!
ჩემი ციდა მანცო,-კნუტი დამეკარგა!
სახურავზე აძვრა იგი ამასწინათ,
კან არ ბრუნდება! როგორ გამაწბილა!
-გოგონი, მებრალები! კნუტიც მეცოდება!
-მე ის გოგონა ვარ, შენ რომ გელოდება!
შენ ხომ მეგობართა მხსნელი გეწოდება?
-სადა ხარ, პატარავ?
-დაე, მსოფლიში მშვიდობით გატარა!
ორ ზღვას შუა რომ ქვეყანა ჩაქარგულა,
ევროპა-აზიის საზღვარზე ჩახატულა,
ირგვლივ რომ ზვიდი მთები აღმართულა,
მთების ფერხთით რომ ქალაქი გამართულა..
ქალაქში სახლს იპოვი ლამაზი სახურავით...
შენზე ხომ არავის ეთქმის სამდურავი,
ვდგავარ ფანჯარასთან და შენ გელოდები,
ვიცი, რომ მოხვალ და ვიცი, რომ გეცოდები!
ხომ იცით? მეგობარი როცა გელოდება,
როცა მეგობართა მხსნელი გეწოდება,
როცა იმედი ხარ პატარა ბავშვის,
მაშინ სიყვარული საზღვრებსაც წაშლის,
მაშინ მანძილები უცებ დამოკლდება,
ზღაპრული კარლსონი კი ჩვენთან აღმოჩნდება!
მოიცდის პიცაც და მოიცდის სპაგეტიც,
სიკეთეს რა ვუთხრა, საზღვრებში ჩაკეტილს?
კარლსონის პროპელერი განა მიზუზუნებს,
ზედ კავკასინის თავზე მიგუგუნებს!
-კარლსონ. მოხვედი?-
ქართველ გოგონას ცრემლი უბრწყინავს,
მაგრამ მეგობარს ხომ გაცინა?
კაცუნა მხრებს იჩეჩავს:
-რა უნდა გაჭირდეს,
ლიზიკომ მიხმოს და მასთან არ წავიდე?
ბა, ჰე! ვეძებოთ ცუღლუტი მანცო!
რომ გემალება და ასე რომ ანცობს!
კარგი ყოფილა ხეტილი სახურავებზე,-
დიდი სახლების ლამაზ თავებზე!
მანცოც მონახა!
კნუტი ონავარი სახლში რომ დაიბრუნეს,
გული საგულეში როცა დაგულეს...
ოცნებამ უნაპიროდ გაშალა ფრთები!
ფერხთით დაიმწკრივეს მთები და ზღვები!
მათ ვინ მოჰკითხოს არქონა ვიზისა?
ჯერ მონახულეს მათ კოშკი პიზისა!
კარლსონმა იაზრა, ენახათ პიასტრა,
ძველი შადრევნებიც და კოლიზემიც,
ნახეს ვატიკანის ყველა მუზემი...
ბა, რად ელოდონ სანახავს ივლისში?
გაფრინდნენ ლონდონის ხიდისკენ ინგლისში!
სან -ფრანცისკოშიც ინებეს სეირნობა!
ზედ „ოქროს ჭიშკარზე“ მოწყვეს სერობა!
ტრანსამერიკული იხილეს პირამიდაც,
მის წვეროკინაზე ასვლაც კი გაბედეს,
შემდეგ მათ ეგვიპტეში წასვლაც კი დაგეგმეს...
მოგზარობას დიდხანს უნდებიან,
ახლა მეგობრები უკან ბრუნდებიან,
გადარეს გადაწნულ კავკასიონს,
თქვეს: აბა, რა არის ამაზე ლამაზიო!
-კარლსონ! რომ იცოდე, როგორ მიხარია!
დღევანდელი დღე თითქოს სიზმარია!
რი მეგობარი ჩამოჯდა თრილეთთან,
რათა ახლოს იყონ ძირს გაშლილ მზინეთთან,
ამ ადგილს თურმე ეწოდება წმინდა ალაგი
და იმის ქვემოთ გაშლილია დედაქალაქი!
გვერდით აღმართულა წოწოლა ანძა!-
ნეტავ, ის წვრილფეხა წეროს თუ ბაძავს?
სხედან მეგობრები ასე წყვილად და
შეექცევიან გემრიელს ტკბილად...
ის გემრიელი რა არის, ნეტავ?
რა დაგემოვნეს პიცაზე მეტად?
ბა, ვინ იცოდა, აბა, ვინ უწყოდა...
ხაჭაპურს ხუმრობით ცნობილმა მსუნაგმა
„ყველიუს-ხაჭაპურუსი“ უწოდა.
-რა სჯობს მსოფლიოს თავზე ფრენას და
დაბლა გაშლილი ქვეყნების ცქერას!
მაგრამ მეგობრებს ლხინიც გვწყურია,
ერთად ჭამა-სმაც სამურია!
-კარგია, ქვეყნად მეგობარი რომ გეგულება!
ეს მართლა ბრძნული რამ თქეს გულებმა.
მეგობარი ხომ მუდამ, მუდამ სასურველია!
კარგია, კარლსონ, ბავშვები რომ ყველგან გელიან!
-ჰო, მაგრამ... თქვენი ხაჭაპურიც არის უბადლო!
ვინ მოფიქრა ეგ პირველად? ვის დავუმადლოთ?
-რაც მართალია, მართალია, მეტად კარგია!
და ახლა იგი მეგობართა ლხინშიც გვარგია!
-ხაჭაპური ხომ არა მხოლოდ პური, ყველია...
განა ცოტათი, მეტისმეტად გემრიელია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიავი ხეხილის ბაღშია-ეს ვაშლია წითელი, ეს კი ლურჯი ქლიავი,- შემოდგომის ბაღ-ვენახს თავს ევლება ნიავი: -ეს ყურძნის მტევანია,- მ...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026