kids.ge logo

ჩემს ცელქებს

ფავორიტებში დამატება
ჩემო პატარა ცელქებო,
ჩემო ვარდნო და იბო,
ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო,
ლამაზო დილის მთიბო.
თქვენი ალერსით დამთვრალსა,
ჯერაც არ გამღვიძებია,
დიდის მადლობის ღირსებო,
თქვენ გენაცვალოთ ბიძია!
ვეცდები კიდევ ვიცელქო
თქვენთან სულით და გულითა,
კვლავ ფრთა შევასხა თქვენს სურვილს
თქვენივე სიყვარულითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026