kids.ge logo

კურდღლის სიზმარი

ფავორიტებში დამატება
კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო;
გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო;
წინ მეძებრები მოუძღვის, დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ, გავექეცი განზედაო;
აღმართშია მე ვაჯობე, იმათ თავდაღმართზედაო.
ერთმა წუწკმა მეძებარმა კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს, ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარელებს მიმაბარეს, კარგად შესწვით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზე იწვის, ცალი - ერბოს ალზედაო,
ყურეთ ამ მსუნაგებსა, რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
მარიგეს, ჩამარიგეს წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო,
ხორცი ხორცად შემიჭამეს, ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალოჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო, ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო, კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი, შა...მკვეხარააქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრ...შემომეყარა ყივჩაღიშემომეყარა ყივჩაღი სამზღვარსა მუხრანისასა. პური მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი თავთუხისასა. ხორცი მთხოვა და ვ...ტურფა ბაღი და წალკოტიტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შესარა! რკინისა კარი შეაბა კლიტე მე მომცა, შენ არა! სიკვდილსა შენსა ს...კიდევაც დაიზრდებიანკიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026