kids.ge logo

წერილი

ფავორიტებში დამატება

ცი როგორ გვენატრები,
ბიჭოვ მე და ბებიას,
შენზე რომ არ გვესაუბრა,
დღე არ გაგვთენებია.

ჩვენი ჭრელა ყველს გიგროვებს,
წიწილებს ჩეკს დედალი,
მრავალი შვილის ყოლისთვის,
გადავეცით მედალი.

ბებო საბუდრისკენ გარბის,
ქათამი რომ კვერცხს დადებს,
გელოდება რომ ამოხვალ,
გამოგიცხობს ტკბილ ქადებს.

გუშინ ლიზამ მოგიკითხა,
შენთან იყო მოსული,
ღარაა თურმე შენზე,
გაბუტულ-გულმოსული.

თუკი დროზე არ ჩამოხვალ,
მაშინ ჩვენ გესტუმრებით,
ხვალვე გულში ჩაგიხუტებთ,
ბაბუ არ გეხუმრებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

Მოვალ ჩაგეხუტებიძლიერ მიყვარს შემოდგომა წითელ ყვითელ ფერებით, ბებო, სკოლას რომ მოვრჩები მოვალ მოგეფერები. გაზაფხულიც როგო...ბებოდღეს სახლში მესტუმრებიან, ბაღიდან მეგობრები. ხაჭაპურები დაგვიცხვე, თუ შეიძლება ბები. უარით არ გამისტუმრებ...მზეონეტავ ასე მაღლა ცაში, ვინ დაგკიდა, მზეო? იქნებ მინდა გეთამაშო, შენთან მოვიდეო. მოგიტანო ნაყინები, ტკბილი ...წრუწუნაამ პატარა წრუწუნამ, როგორ დაიწუწუნა, თავის თხილი არ ეყო და ჩემიც წააცუნცულა. არასდროს რომ არ მიჯერებ, მომ...აუტიზმია - რასოდეს დაგავიწყდეთ, უ - საზღვროა თქვენზე ფიქრი. ტ - ალღებივით სულ მოძრაობს, ი - ქ ოცნება, ჩანაფიქრი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026