kids.ge logo

უცნაური ორთქმავალი

ფავორიტებში დამატება

სახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი
ნიავქარზე უფრო მალი -
დგას ბაქანზე ორთქმავალი.
დაგანახათ წამით ნეტავ,
უცნარი არის მეტად.
ერთმანეთზე გადაბმული,
ჩანს თერთმეტი სათაგური.
წინ ეწევა დიდი კასრი
და იმ კასრზე კბილებბასრი
ულვაშა და კუდფუმფულა
ფისუნია დასკუპულა.
მემანქანის ფორმა შვენის,
მემანქანის ქუდიც ხურავს
და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,
თან ხითხითებს ეშმაკურად:
- ვისაც უნდა ქალაქისკენ
ბილეთოდ გავაქროლო,
ბა, ჩქარა ამობრძანდეს,
ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნამიროდის ჩნდება, იცით, ნამი? მხოლოდ ღამით, შუაღამით. გაახარებს ვარდს და სოსანს, მერე ელის მზის ამოსვლას. მზე...ჯადოსნური მაგიდასამასპინძლოდ მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, ყველა დროის ხილია, სულო, გულო, რა გინდა! აქეთ ვაშლი შაქარა, ...ტყუილების წვიმააპრილის თვე დამდგარიყო, ყინვა-სუსხი გამქრალიყო. ხის ქვეშ ორი ქოსატყუილა გუდა-სტვირით დამჯდარიყო. ირგვლივ ...ტყუილი თუ მართალისახუმარო მინდა გითხრა, ადანდალი, დანდალი, უპასუხე ჩემს შეკითხვას, ტყუილი თუ მართალი. გაზაფხული მიილია, და...ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026