kids.ge logo

გ - უგული

ფავორიტებში დამატება

ფრინველებმა ერთ დღესაც
სასამართლო მოწყვეს,
ქარაფშუტა გუგულზე
ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს:

,,გუ-გუ ,გუ-გუ, გუგულო,
რად ხარ ასე უგულო,
გაკეთე თავისთვის,
ერთი თბილი ფუღურო.
ბევრი გარჯა არ უნდა,
არც ბარი და არც თოხი...
არ გრცხვენია შენს კვერცხებს,
სხვის ბუდეში რატომ ყრი?!

განზე გადგა გუგული,
გურგურებდა გულგრილად:
,,თქვენს ბუდეშიც ჩავაწყობ,
ხვალე კვერცხებს თუ გინდათ.
რაც ვართ, ასეთები ვართ
დადან და ბაბადან,
დედას ბებოს პაპა და
მის პაპის მამაცა.
ვმრავლდებით და მოვდივართ
სიკეთით და მშვიდობით,
ნეტავი რა წავაგეთ,
ჩვენი ქარაფშუტობით?!“
ნუ დამიწყებთ, გეთაყვა,
დარიგებას ჭკუსო,
გუგულებთან ჩიტები
ბარე ორი ტყუსო.
ჩემი ბარტყის მომავალს
ვხედავ თქვენზე კარგადო,
იქნება დამაცადოთ,
გადავწყვიტო თავადო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...შ - აშვი მცინარიშოთა და მაშო, ბავშვებო, ცელქი და-ძმანი არიან, სოფლად ცხოვრობენ და უყვართ შალშავის ჭამა ძალიან. გუშინაც ტყ...ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026