kids.ge logo

გ - ედი

ფავორიტებში დამატება

გედი კი განა გგონიათ,
არ გაგაოგნებთ ნადავლით?!
ტალღებზე გარინდებული
ის პრინცესაა ნამდვილი.

გასაცარი სინაზით,
თითქოს გალობას აპირებს,
ხან განდაგანას გაგონებთ,
მისი ლივლივი ნაპირზე.

მაგრამ როდესაც ჭამა სურს,
ჰგავს კარგად გაწვრთნილ აკრობატს,
ფსკერამდე ყვინთავს მოქნილად
და ბალახები ამოაქვს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...ც - ოცია კლდისგამოცხადდა შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა იწყება, არემარე ჩიტების ჟრიამულით ივსება. ცერზე დგება ციცაბო კლდესთან ცი...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026