kids.ge logo

ვ - არხვი

ფავორიტებში დამატება

ხუჭუჭა ვარხვი გინახავთ?
ბავშვებო, აბა, გამოტყდით!
ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება
რის ნამდვილი სამოთხე...

ტურასგან, მელაკუდასგან
მას ურჩევნია სიშორე,
მეტად ფრთხილია, ამიტომ,
ბუდეს კუნძულზე იშენებს.

თევზები, თავკომბალები
მისთვის მეფური კერძია,
ნისკარტზე დიდი ტომარა
მათ ჩასაყრელად ჰკიდია.

ტბაში ცურავს და ლივლივებს ,
გინდ წვიმა იყოს, გინდ ქარი...
ზამთარში გაშლის ლამაზ ფრთებს
და თბილ ქვეყნებში იჩქარის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...ფ - აეტონიპატარებო, ერთხელ ტყეში, მართლა დადგა დღე ზღაპრული, ბარტყებს შორის სილამაზის კონკურსია: „მის ზაფხული“. აფა...თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026