kids.ge logo

თ - აფლიჩიტა

ფავორიტებში დამატება

ბევრ პატარას გაცებს, ვიცი,
თაფლიჩიტას უცნარი ნიჭი,
ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში
ფუღუროებს თაფლისა და ფიჭის.

მოფრინდება, წინ დაგისკუპდება,
თუკი ტყეში შესულს მოგკრა თვალი,
სკუპი-სკუპით გადახტება ტოტზე
და ველური თაფლის გზას გასწავლის.

- რა კარგი ხარ, თაფლიჩიტავ, იცი?!-
სიხარულით ცას ეწია ქეთი.
- აბა, გასწი, მაპოვნინე თაფლი!-
თქვა და უკან გადევნა ქეთლით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026