kids.ge logo

ლ - აკლაკი

ფავორიტებში დამატება

„ქალაქობანას“ თამაშობს
ლაკლაკის მთელი ოჯახი.
ჩამორიგეს ფურცლები,
კალამიც ყველამ მონახა.

ქალაქი „ლ“-ზე ლონდონი,
ლვოვი და ლაგოდეხია,
მდინარეც მრავალი არის:
ლაკბე, ლასილი, ლეხია.

როცა ჩიტებზე მივიდნენ,
თხივემ ბევრი იღონა,
„ლ“-ზე ვერცერთმა ლაკლაკმა
სხვა ჩიტი ვერ მოგონა.

ვიცი, რომ გიყვართ ბუნება,
წიგნის კითხვას ხართ ნაჩვევი,
იქნება თქვენ დაეხმაროთ,
ანბანის ჩიტებს, ბავშვებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პ - რანწიასაქართველოში ბინადრობს პაწია ჩიტი პრანწია, ის მეტად დაუდეგარი, მხიარული და ანცია. ბუზებსაც კარგად მიირთმე...თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026