kids.ge logo

ნ - ამგალა

ფავორიტებში დამატება

ერთ დილასაც რომ გათენდა,
ცელქი გოგო ნინო
ადრინად გაშურა
ტყეში სასეირნოდ...
ნიავმა რომ დაბერა
და გაფანტა ნისლი,
დანახა შავი ჩიტი
ჩამოვარდა მის წინ.
ნინომ ხელში აიყვანა,
მოფერა ნაზად,
გასინჯა ტანი, ფრთები,
არ სტკიდა არსად,
მაგრამ ფრენა არ შეეძლო,
ძლივს მიცოცდა წყალთან.
„რატომ ვერ ფრენ, გენაცვალე,
რით გიშველო,
რა ვქნა?!“
ვეტექიმთან წაიყვანა
ბოლოს ჩიტი ნინომ,
„იქნებ რამე გაგოთ და
იქნებ მომირჩინოთ!“
„ეს ნამგალა ჩიტი არის!“-
გაღიმა ექიმს,
სულ ცაშია და ვერ დადის
სუსტი, მოკლე ფეხით.
ფრენის დროს ჭამს,
ფრენის დროს სვამს
და მრავლდება ცაში,
თუ მიწაზე ჩამოვარდა,
ძლიერ უჭირს მაშინ.
ხელით უნდა ააფრინო,
ისროლო მაღლა,
მხოლოდ ასე გაფრინდება
და მთებს გადალახავს.
ნინომ გულით გახარა,
მერე ჩიტუნი
მაღლა ცისკენ გატყორცნა და
ხელიც დაუქნია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...ო - რბიმთაზე ორად გაპობილი მოსჩანს თეთრი ლოდი, იმ ლოდიდან დაბლობისკენ მოქრის ორი ორბი. ყელზე თეთრი საყელო აქვთ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026