kids.ge logo

უ - ფეხურა

ფავორიტებში დამატება

ფეხურას უყვარს ტყეში
შენიღბულად ცხოვრება,
სასაცილო ფრინველია,
დიდთავა, დიდთვალება.

უფრო მურა ფერისა
და მორზე რომ დაჯდება,
სათვალოდ ყველას უჭირს
ხისგან მისი გარჩევა.

ზარმაზარ პირს აღებს და
უხვად ყლაპავს ხოჭოებს,
მთლად უფეხოც არ გეგონოთ,
სახელს ნუ დაჯერებთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ქ - არიშხალაქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს და ქარდაქარ დაქრის ჩქარა, გადასერავს ოკეანეს, სულ არ იცის რაა დაღლა. წინასწარ გრძ...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...ც - ოცია კლდისგამოცხადდა შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა იწყება, არემარე ჩიტების ჟრიამულით ივსება. ცერზე დგება ციცაბო კლდესთან ცი...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026