kids.ge logo

უ - ფეხურა

ფავორიტებში დამატება

ფეხურას უყვარს ტყეში
შენიღბულად ცხოვრება,
სასაცილო ფრინველია,
დიდთავა, დიდთვალება.

უფრო მურა ფერისა
და მორზე რომ დაჯდება,
სათვალოდ ყველას უჭირს
ხისგან მისი გარჩევა.

ზარმაზარ პირს აღებს და
უხვად ყლაპავს ხოჭოებს,
მთლად უფეხოც არ გეგონოთ,
სახელს ნუ დაჯერებთ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გ - უგულიფრინველებმა ერთ დღესაც სასამართლო მოაწყვეს, ქარაფშუტა გუგულზე ხმა მოჰფინეს მთლიან ტყეს: ,,გუ-გუ ,გუ-გუ, გ...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...ბ - ოლოცეცხლაბოლოცეცხლას კი იცოდეთ, ბოლი არასდროს არ ასდის, არც ხანძრის გაჩენა უყვარს და არც ასანთით თამაში. ასე იმიტო...ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026