kids.ge logo

ქ - არიშხალა

ფავორიტებში დამატება

ქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს
და ქარდაქარ დაქრის ჩქარა,
გადასერავს ოკენეს,
სულ არ იცის რაა დაღლა.

წინასწარ გრძნობს ეს ჩიტუნა,
სად იწყება ქარიშხალი
და რატომღაც ზღვის ტალღებით
სწორედ იქით მიიჩქარის.

მის მოფრენას აკვირდება
გემზე მყოფი ყველა მგზავრი,
მეთევზეა თუ მეკობრე,
ბოცმანი თუ კაპიტანი

და იწყებენ მომზადებას,
ჩქარა- ჩქარა, უცებ- უცებ...
კეცავენ გემზე აფრებს,
შურებენ კატებს.

თქვენც იცოდეთ, პატარებო,
წიგნში თვალი თუ მოჰკარით,
რომ პატარა ქარიშხალა
რის დიდი მეგობარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026