kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ფოთოლცვენას უყურებს
ლენიკო ეზოდან,
სულ ძირს ყრიან ხები
რაც ზაფხულში ემოსათ.
ღაჟღაჟებს ლოყები,
გეგონება მარწყვია,
ფოთლები კი ჭრელ საბნად
თბილ მიწაზე აწყვია.
გაირბენს და ფოთლები
ნაფეხურში რჩებიან,
ეჰ, ესენი ტოტებზე როდის დაბრუნდებიან…
მალე ცივი ზამთარი
ამ ტყეს თოვლით გაწყობს,
და ეზოში ელენეც
თოვლის ბაბუს აწყობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026