kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება

ყურძნის მარცვლებში
მზის შუქი მომწყვდელა,
ქარვისფრად შემღვრელა მტევნები...
რა სილამაზეა, ჩხები და აკიდო...
თვალს ვერ ვაშორებ და ვტკბები...
რთველი კახეთში, ეს ხომ ზემია,
მოსავალს მარანი მოლის...
ქვევრებში მიჩუხჩუხებს
დაწურული წვენი
და თავისებურად მღერის...
ყურძენს, ჭირნახულს, როცა მოწევენ,
თვალი და გული ხარობს...
გლეხი რომ მოსავალს
სახლში დაგულებს,
გული სიხარულით გალობს.
არ მოგვიშალოს ღმრთმა შემოდგომა,
შრომისას რომ ვიმკით შედეგს,
ხვავი და ბარაქა,
ჩემო ქვეყანავ...
დაველოდებით შემდეგს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლილეკუნას სექტემბერიცოდნის ტაძარს დაუბრუნდნენ, მონატრებულ მერხს და დაფას, და საყვარელ მასწავლებელს ეხვევიან ირგვლივ, სწრაფად ...ნე - ნანაჩვილ იესოს იოსებმა, მწვანე ნაძვი მიართვა ფიფქის ნაცვლად მას ფერადი ნაჭერები მიაბა. ვარსკვლავები ზეციდან, ...მინდა ვხატოღრუბელი რომ დავხატოთ, ბამბასავით ქათქათა, ჯობს არ გავაფერადოთ, შემოვხაზოთ კარგად და... ამოვავლოთ საღებავშ...ენა, მამული, სარწმუნოებაღვთისმშობლის წილხვედრო, ნატანჯო საქართველო! ჭირ-ვარამგამოვლილო, წუხილის დამფარველო! რამდენჯერ გეტკინა... ...მერცხლებიჭიკჭიკებენ, მოგვესალმნენ, უხარიათ დავბრუნდითო, ლაღობენ და ხალისობენ, ცაში ნავარდს რა გვიშლისო? გადმოლახეს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026