kids.ge logo

ჩემი საქართველო

ფავორიტებში დამატება

მიყვარს ჩემი საქართველო,
მისი ზღვა და ხმელეთი,
კლდიდან მჩქეფი ჩანჩქერები
და უფსკრულთა ბნელეთი.
მთები, ცამდე აზიდული,
ჯიხვი, კლდეზე მხტომელი.
სხვა ასეთი კოხტა მხარე
რომელია, რომელი?
მოჩუხჩუხე ნაკადული,
ა - ციფერთვალება,
სიფრიფანა ყაყაჩოთა
წიტლად აელვარება.
მიყვარს ჩემი საქართველო
აჭრელებულ ველებით,
რა მხატვარმა შეარჩი
ნეტავ, ასე ფერები?
რა ხელებით, ვინ აგო
სვეტიცხოვლის ტაძარი?
ვინ გახადა საქართველო
ეგრე ედემ-ბაღნარი?
საქართველოს უკვდავება
გელათი თუ ვარძი
და უდრეკი ქარტლის დედა,
აკვანი რომ არწია.
გორგასალამ ხმლით დაიცვა
და დავითმა აშენა,
მოაღწია ჩვენამდე და
კიდევ უფრო დამშვენდა.
მიყვარს ნანა მეგრელ დედის:
„ნანა სკუა, დირულე,
გოლუფირო, გაჩენდ ვარა,
გალე ტურა მირულე“.
გურულების კრიმანჭული
და სვანების გალობა,
სიყვარული სიცოცხლისა
რის შენი წყალობა.
მე სად შევძლებ, რომ შეგაქო
საკადრისად, მხარეო.
შენს მომავალს, შენს აწყმოს და
წარსულს ვენაცვალეო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026