kids.ge logo

პატარა ვაჟკაცის ფიქრები

ფავორიტებში დამატება

მიყვარს საქართველო ძლიერ,
მინდორ-ველებით, მთით,
ჯერ პატრა ვარ, მამულს
რით გამოვადგე, რით?
ჯერ არ შემიძლია ბრძოლა
არც ენით და არც ხმლით,
უნდა ვისწავლო ისე,
მამა ხარობდეს ძით.
სკოლა ამაყობდეს ჩემით,
სოფელს ვუხარებდე გულს,
პირველი ვიყო ყველგან
პატარას, ძლიერ მსურს.
გავიზრდები და ერთი
ბურჯი ვიქნები შენთვის,
მამულო, გულის ძგერა,
შენს მაჯისცემას ერთვის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026