kids.ge logo

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ფავორიტებში დამატება
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ალაზანსსიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა, ნდომა მომაკლო, დამიგდო სასაპყროდ გული რბენამა. საბა ორბელიანი. ...ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...მტკვრის პირასკვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას, კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით შ...ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026