kids.ge logo

მთამ სრულიად სხვა სთქვა

ფავორიტებში დამატება
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიდა,
სევ თავს უთხრა: „დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიდა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალებისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.

გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.

არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
მას არა აქვს ნიშანი,
ღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!”
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
მას რად უნდა მისანი?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026