kids.ge logo

კნუტმა შეგაშინათ?

ფავორიტებში დამატება

ზამთარია. ცივა,ცივა.
მაღლა ციდან ფიფქი ცვივა,
ხებიც კი მობუზულან,
ბეღურებო, თქვენ არ გცივათ?

მართლაც შეპოვრად დაფრენთ,
ყინვა, სუსხი არ გაშინებთ,
ჩემს ფისოს რომ დანახავთ,
რად ჩუმდებით თქვით, მაშინვე?

ფისუნია არას გავნებთ,
ჯერ კნუტია, პაწაწინა.
ზამთარი ვერ მოგერიათ,
ციცქნა კნუტმა შეგაშინათ?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026