kids.ge logo

ძროხის "ლაბადა"

ფავორიტებში დამატება

ცით? ერთხელ ჩვენი ძროხა
გახდა ძლიერ ავადა,
მეზობლები მოდიოდნენ
ძროხის სანახავადა.
მოიყვანეს ექიმი და
გაკეთა ნემსები,
მერე ბებიკოს აუხსნა
ძროხის მოვლის წესები:
-არაფერი აჭამოთო
გარდა მოლის მწვანისო,
არ დასველდეს,მოერიდეთ
თქვენ წვიმიან ამინდსო.-
ბებოს ჯიბრით იმ დღეებში
წვიმდა გადაბმულადა,
ბებო ბალახს უგლიჯავდა
ძროხას სულ ტყულადა.
მირთმელი ის ბალახი
ძროხამ ჭამა განაო?
რა ეღონათ, ბჭობდნენ დიდხანს
ბებო, დედა, მამაო.
ვერაფერი მოფიქრეს,
შეაჩრებ ამ წვიმას?
ცებ, თავში კარგი აზრი
დაბადა ჩვენს დიმას.
-ბებო, მამა, ამ ჩვენს ძროხას
რომ ჩააცვათ ლაბადა?
წვიმა ვეღარ დაასველებს,
ბალახს მოსძოვს ლაღადა.
დედამ მამას გადახედა,
ბებო წამოხტა წამსვე
ჰოდა ძროხას ცელოფანი
გადაფარეს ტანზე.
არ ეშინია ბებიკოს
დაუსველდეს რომ ძროხა,
წვიმაში დადის, აცვი
ტანზე ლაბადა კოხტა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათო და ყურშაყურებპანტურა ლეკვი თვეა,აჩუქეს დათოს, სათამაშოს არ ითხოვს, ახლა ძაღლი ართობს. სადაც დათო თამაშობს, ყურშაც...ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...შეგონება- დედი, ნახე , ჩვენს კატას თაგვი დაუჭერია. - მერე? განა არ იცი, კატა თაგვის მტერია. - პატარაა საბრალო და ...ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026