kids.ge logo

რუსთველის სურათზე

ფავორიტებში დამატება
სულმნათო! მადლი შენს გამჩენს!
დიდება ერსა შენს მშობელს!
და ძეგლად სამარადისოდ
ნეტარხსენება ამ სოფელს!..

შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით,
ვით ცისარტყელა წარღვნისა -
უცნარისა ჰანგებით.

სულმნათო! ჩვენცა გვასწავე
ეს სადუმლო ჟღერისა,
რომ აგვისრულდეს წადილი,
მგოსანი ვიქმნე ერისა;

რომ ჩემის მღერით აგზნილი
რაყიფი ტარილობდეს:
ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი,
ნესტანისათვის ხელობდეს!..

მაშინ, ვით ჩვენსა მნათობელს,
სახელი აღგემატება,
და შენი სახე ივერთა
გულს ძეგლად დახატება!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026