kids.ge logo

მობრძანდება დეკემბერი

ფავორიტებში დამატება

უკვე კარი გახურა,
მილია ნოემბერი,
ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი
მობრძანდება დეკემბერი!
ყინულის ეტლში შებამს
თურმე ჩრდილოთის ქარი,
მთები უკვე გადმოლახა,
მოდის, მოდის, მოიჩქარის.
წინ მოუძღვის თოვლის ბუქი,
გადაპენტა გზები თეთრად,
შრილებენ ფანტელები:
-მივესალმოთ ზამთარს ერთად!
ფიფქებს თეთრი ფარდაგები
მინდვრებზე დაფენიათ,
ზამთარმა გამოგვიგზავნა
თოვლი დილათენია.
წელიწადის დრო იცვლება,
უკვე დგება ზამთრის ჯერი,
ქარის მერანს მოგელვებს, -
ჰა, მოდის დეკემბერი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026