kids.ge logo

ზამთარი მოსულა ყველასთან!

ფავორიტებში დამატება

მოსულა ზამთარი მხირული
დიდრონი ფანტელების ჟრიმულით,
სპეტაკი თოვლის საფარველით
ზამთარი მოსულა სანატრელი!

გუნებაცვალებადი ზამთარია,-
ხან თოვს, ხან წვიმს და ხან ქარია,
მოსულა ყინულისაბჯრინი,
ხან მზინი, ხან ავდრინი.

მოსულა ზამთარი კუდღლიანშიც,
მოსულა ზამთარი ციყვიანშიც...
მოსულა ზამთარი ტყეში, ღრეში,
ლამაზი ზამთარი ვერცხლის ფერში...

თეთრად ჩამომდგარა ნუკრიანშიც,
ზამთარი თოვლისქურქიანი,
ზამთარი მოსულა ირმიანშიც,
ზამთარი-ვერცხლისსირმიანი.

მოსულა ყველგან და ყველასთვის,-
მგლისთვის, ტახისთვის თუ მელასთვის...
ჩიტებმა ცაში შეკრეს კამარა:
-ზამთარს შევეგებოთ?
-აბა, რა!

ყინულქვეშ გაიტრუნა ნაკადული,
ეცრად შეწყვიტა რაკარუკი,
მდინარეს ნაპირები გაყინა,
წყაროს კი ... დათვივით დაძინა?!

ზამთარი ფუმფულაქურქინი,
ზამთარი თოვლისბუქიანი,
მთა-ბარი ასე რად მორთულა?
ვერ ხედავ?
ზამთარი მოსულა!

-მშვიდობით მოხვედი, ზამთარო,
ჩვენს ტყეში თეთრად ჩამდგარო?
შაშვმა ცაში გაჭრა კამარა:
-მშვიდობით მოვიდა!
ბა, რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...ხიდიგავაკეთეთ გუშინ საქმე დიდზე დიდი, ნაკადულზე გავდეთ პატარებმა ხიდი. მტკიცედ ჩავამაგრეთ ხის ბურჯები წყალში,...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მინდა ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბნელ...სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026