kids.ge logo

წამყე ბეთანიისაკენ!

ფავორიტებში დამატება
წამყე ბეთანისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
ყო ორბელინების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!

ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, ისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
ყო ორბელინების
და ირაკლის სამოსახლო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დგება თეთრი დღეებიდგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმა...ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალაქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი, ტყე ტაძარივით იყო მაღალი....მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...ქალავ!გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026