kids.ge logo

თოვლი მოგვაქვს პეშვებით

ფავორიტებში დამატება

სკუპი-სკუპი სკუპებით,
ღრუბლებიდან ვეშვებით!
ზამთრის საჩუქარია!-
თოვლი მოგვაქვს პეშვებით...

ქარო, ერთიც დაბერე!
თეთრად აგვაფრთხილე,
გაუსვი და გამოუსვი,
კოხტად დაგვაბზრილე!

ცერული თუ განდაგანა...
ვიკრიბებით თანდათანა...
ცეკვავს ფიფქა, ლალე, თეთრა...
ფერხულს ვუვლით ყველა ერთად!

ფრინდი-ფრინდი -ფრინდები!
ახლა ძირს ჩავფრინდებით!
ცებ გადავპენტავთ მთა-ბარს,
ბა, რა სჯობს ასეთ ზამთარს!

ვორუდულა-დილა!
გვიყვარს ზამთრის დილა!
თეთრად გადაზამთრებული,
თოვლით გადაზღაპრებული,
ფანტელების ბზრილი,
ფიფქთა შრიალ- შრიალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...იაგაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ, თქვენი ია ვარ პაწია, სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს, ლურჯი სამოსი მაცვია. ამ...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026