kids.ge logo

თოვლი მოგვაქვს პეშვებით

ფავორიტებში დამატება

სკუპი-სკუპი სკუპებით,
ღრუბლებიდან ვეშვებით!
ზამთრის საჩუქარია!-
თოვლი მოგვაქვს პეშვებით...

ქარო, ერთიც დაბერე!
თეთრად აგვაფრთხილე,
გაუსვი და გამოუსვი,
კოხტად დაგვაბზრილე!

ცერული თუ განდაგანა...
ვიკრიბებით თანდათანა...
ცეკვავს ფიფქა, ლალე, თეთრა...
ფერხულს ვუვლით ყველა ერთად!

ფრინდი-ფრინდი -ფრინდები!
ახლა ძირს ჩავფრინდებით!
ცებ გადავპენტავთ მთა-ბარს,
ბა, რა სჯობს ასეთ ზამთარს!

ვორუდულა-დილა!
გვიყვარს ზამთრის დილა!
თეთრად გადაზამთრებული,
თოვლით გადაზღაპრებული,
ფანტელების ბზრილი,
ფიფქთა შრიალ- შრიალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...იქცა ლამაზ თაიგულადალივლივდა ფარჩეული და გაბრწყინდა მზის რჩეული, მშვენიერი დედამიწა ჩვენს საყვარელ სახლად იქცა. თოვლი საბნად...ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026