kids.ge logo

სამი თვე-სამი ძმობილი

ფავორიტებში დამატება

სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი,
სამივე ზამთრის სახელით
ერთმანეთს ხმაშეწყობილი.
წელიწადის დროს რომ გვიცვლის,
პირველი დეკემბერია,
ის გვატყობინებს სუყველას,
უკვე რომ ზამთრის ჯერია.
მერე იანვარია,
ხალწლის მახარობელი,
ციმციმა, ღიმილინი,
ზამთრის ამბების მთხრობელი.
ყინვის და ქარის ბატონი
მესამე- თებერვალია,
ზამთარი რომ გაცილოს
ეგ სწორედ მას ავალია.
თოვს. ცა პირს განა შეიკრავს,-
თოვლი ძირს უხვად ჩამოდის.
ღრუბელი დაბლა მოწევს,
რა უნდა, ნეტავ, რა მოსდის?
სამი თვე- წელიწადისგან,
ყოფილა გამოხმობილი,
სამივე ზამთრის თოვლისფერ
სამოსში გამოწყობილი,
სამი თვე-სამი ძმობილი,
სამივე მეტად ცნობილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026