kids.ge logo

ჩამობარდნა თეთრად ტყეში

ფავორიტებში დამატება

მთელი ღამე უთოვია!
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
მაგრამ განა ყველა ხარობს,
რუხი მგელი დარდით ხვნეშის:
-მთელი ღამე თოვლს გვაფრქვევდა!
ი, ბარდნის უთენიაც,
ზამთარს თოვლი გორაკებზე
თეთრად გადაფენია,
როგორ უნდა ვინადირო,
წინ თუ ბიჯიც ვერ წამიდგამს!
ნუთუ, თოვლში ჩავეფლობი...
ეს რა ცუდი დრო დამიდგა!..
თეთრად გადაპენტილ ჩირგვში,
კურდღელი ზის თურმე ახლოს,
იქვე მუხის ფუღუროში
კუდფუმფულა ციყვი სახლობს,
მათ რას გამოპარებ!-
გაიგონეს მგლის ვიშვიში,
ნახეს, კუდამოძუბული რომ
მიცახცახებს ზამთრის შიშით...
ციყვმა კურდღელს ჩამოსძახა:
-ჩემმა თვალმა ეს რა ნახა!
რა ცუდი დრო დამიდგაო!-
მგელმა ასე დაიძახა.
თურმე ბუნაგს ვეღარ აგნებს...
თოვლში ჩაკარგა სახლი...
-გახსოვს, როგორ გვამწარებდა?
ხი არის მგელზე, ახი!
ტყეში ახლა ტკბილად სძინავს,
დათვსაც, ზღარბსაც - ნემსეკალას,
კუც ზამთრის ძილს მისცემია,
ცაში სძინავს მზეს-მზექალას...
-ნეტავი, მეც წესად მქონდეს
დათვებივით ზამთრის ძილი,-
ახლა ამაზე ოცნებობს,
თოვლს მიარღვევს ტყეში მგელი.
ნადირობას, ნადიმობას
სიზმრად მაინც ვნახავდეო,
მაგრამ ახლა მთავარია,
მივაღწიო სახლამდეო!
ციყვმა კურდღელს მოკითხა
სტაფილო და ბლომად ნიყვი:
-ასეთ თოვლში ნადირობას
პირებდა?.. მართლა ბრიყვი!
-მაგრამ დარჩა ხახამშრალი
ჩვენი მტერი კუდაგრძელი!..
გაუხსენეს ბოროტება-
ხალიც და ძველისძველიც.
ზამთრისთვის არ იშურებენ,
მადლობებს და ქებას დამტკბარს:
-მაშ, მგელს ჭკუა ასწავლაო?!
გამარჯოს ასეთ ზამთარს!
-თოვლი მოდის! თოვლი მოდის!
გაიდარებს ნეტავ როდის!
-მე კი მინდა, ზამთარს ვთხოვო,
სე დიდხანს, დიდხანს თოვოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძუის მახეხედავთ, ბიჭებს რა უქნიათ?- ძუის მახე დაუგიათ! კიდევ კარგი, ბეღურებს რომ ეს ამბავი გაუგიათ. წიოკობენ, წივწ...კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღოსადა ხარ, გოგო ლელაო, შენ გელოდებით ყველაო! ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო, საუზმე მოგიმზადეთო! სულ შენ გახსენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026