kids.ge logo

ირმები მთიდან ბარში ჩადიან

ფავორიტებში დამატება

ეს ზამთარი მეთოვლი
ცით, ზოგჯერ როგორია?
პირქუში და ღრუბლინი,
ქარინი, სუსხინი...
მოჭრაჭუნეთოვლინი,
მოჭახჭახეყინვინი,
ხან თოვს, ყინავს, ხან ქარია,
რადგან მკაცრი ზამთარია!
ყინულის ტახტს იდგამს ტყეში,
მოჰქრის ქარი, მოქაქანებს,
ღამე არის გათოშილი,
დღე, სიცივით მობაბანე.
ტყე იხსენებს ზამთრის მოსვლას:
-ფიფქებს ნაზად გვაფრქვევდაო,
ტკბილად გველერსებოდა,
თოვლის სამოსს გვაცმევდაო...
-ასე როგორ შეიცვალა!
მთას უკვირს და ტყესაც უკვირს,
-ზამთარს როგორ გაუძლებენ
რემი და მისი ნუკრი!
ყინვაში გამოზამთრება
ჭირს ნადირს, უჭირს ფრთოსანს.
გათოშილ ტყეს, არემარეს
გაყინული თოვლი მოსავს.
ამბავი გავრცელებულა:
ირმები წასულან ტყიდან,
ბარისაკენ მიწევენ
ჩვენი დათოვლილი მთიდან.
ქორბუდები, ფეხმარდები...
ნუკრებიც ხომ აქ არიან...
ირმის ჯოგი ბილიკს კვალავს,
ეს ხომ მთელი ლაშქარია!
-ზამთარს ასე თუ გავუძლებთ,-
ხან ყინვიანს, ხან ქარიანს,
-დახმარება ვის ვთხოვოთო?
-რა თქმა უნდა ადამიანს!
მედი რომ მიუძღვებათ,
ნეტავი, არ დაკარგოთ!
ნეტავ, ადამინები
ირმებს მართლა დაეხმარონ!
ტყემ წარბი არ შეხარა,
მოსმენილზე, დანახულზე,
-კეთილად გამოზამთრება!
გელოდებით გაზაფხულზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026