kids.ge logo

ციდან ღრუბელი გამოიპარა

ფავორიტებში დამატება

ეს ღრუბელი-ხეტილა
ციდან დედას გაპარა,
განა შედგა ცისკიდურზე,
განა მთის წვერს გაკარა,
განა ქუდად დახურა,
განა ყელზე მოეხვია,
ძირს ჩამოდის, მოფრილებს,
აქ ვის უნდა მოეწვია?
მოჰქრის, მოჰქრის, მოიჩქარის,
მოფრილებს,
მოფრთხილებს,
ნიავმაც კი ფრთა მოკეცა,
ტყისპირებთან მობზრილემ:
ჩიტუნებმაც მოჰკრეს თვალი,
დევნენ ხეტილას:
-სხვა ღრუბლებიც აქ არიან?
-მხოლოდ მე ვარ,
მეტი არა!
ძირს ჩამოწვა, გაფანტა,
ნისლად გაშალა ტყეში,
ხევხუვები ამოავსო,
შეჭყიტა ყველა ღრეში...
დასეირნობს ხავერდით და
აბრეშუმის მოსასხამით,
დადის ნისლი ძრომილა,
დაისვენებს განა წამით.
ჩვენი ტყე კი უცებ იღებს
გასაცარ, ზღაპრულ იერს,
თურმე სწორედ ეგ უნდოდა.
ხეტილა ღრუბელს ძლიერ.
დილით ციდან გაიპარა,
მერე ესეც არ იკმარა,
ძირს ჩამოწვა, დაშალა,
ტყეში ნისლად გაშალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შოშია გალობსშრიალა შინდის შტოზე შოშია ზის და გალობს, უმღერის მშობელ მხარეს, ტკბილი ჰანგებით სწყალობს. მღერის ცხრათვალ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026