kids.ge logo

ელენიკოს საბანი

ფავორიტებში დამატება

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს,
ლენიკო ადგას თავზე,
ფენს სიტყვის ფიანდაზებს.

შეკონჭავთ სანაჭრეთი,
ვერ გაძღება კაცი ჭვრეტით:
აბრეშუმი, ჩითი, ბამბა
ნემსის წვერმა ამოლამბა.

კრეპდეშინი, ნარმა, სელი -
ბებო ხელებს არ ასვენებს,
აგვირისტებს დიბა-ატლასს,
შეშურდება თვით ჭრელ კატას.

ცალი ფეხით ხტის მახათი,
ლეს ხათრით, ბებოს ხათრით,
ხტის და ცქვიტად, მარჯვედ აგებს
ორმაგ ძაფის ლიანდაგებს.

კრავს სალტეს და უჭერს ღვედებს -
თხკუთხედებს, სამკუთხედებს.
რომბებს ისეთ გრძნობებს აქსოვს,
რის პიკასო, რა პიკასო.

ნაჭრის საბანს კერავს ბებო,
ნაჭრის საბანს, სანაქებოს.
დახურავს ელენიკოს,
გაუმრავლებს გულის სიტკბოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოკოკინა კოკინალოკოკინა კოკინამ, სახე გადალოკილმა, რქები, წყვილი ანტენა, დილის შუქზე დატენა. უნდა სათადარიგოდ, ღამით გზა...მამლის გრიპიწარამარა ისმის ცხინკი, შეეყარა მამალს გრიპი, უშიშარს და ფიცხელს აუწია სიცხემ. გაუწითლდა ღაწვები, გაულურჯდ...წვიმა-ბალერინამოდის წვიმა-ბალერინა, მოდის წვიმა _ წკაპუნა, მთა და ბარი გააგრილა, ჯეჯილს ნამი აპკურა. მოირბინა თითის წვე...ყოჩაღი სპიკიმიფრთხილდება დედიკო, მუდამ ჩანთით დავყავარ, ეშინია, რამე არ დამიშავოს აფთარმა. ვეფხვმა არ მიღრიალოს, ან ლ...კრუხის დარიგებამოუსვენარ წიწილებს რას ასწავლის დედა? -ერთმანეთის სიყვარულს და ცხოვრებას ერთად. კიდევ ეზოს სიყვარულს და ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026