kids.ge logo

დაკარგული ჭუჭული

ფავორიტებში დამატება

დაკარგა იხვს ჭუჭული,
ბაფთინი, გაპრანჭული.

ძებს იხვი თავის ჭუჭულს,
ღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს:

- სად წავიდა, სად ჭუკჭუკებს,
გაჰყვა, იქნებ, ბატის ჭუკებს,

იქნებ, ჩემი ჭუჭული
დაფრთხა გოჭის ღრუჩუნით?

ძებს იხვი თავის ჭუჭულს,
ღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს.

ბოლოს იხვმა ჭუჭული,
მზისგან მთლად გარუჯული,

ჰპოვა სხვა ჭუჭულებთან,
მიტოვებულ ჭურებთან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯანჯუხა და ჩურჩხელაიქ დიდედამ თათარა ათუხთუხა თანთალა, აკოს ნიგვზის ჩურჩხელა მესინჯერით უჩვენა. ბებიკომ კი ფელამუში მოაშუშა,...ჩემი ველოსიპედიჩემი ველოსიპედით ყველგან სწრაფად მივედი. არც საწვავი უნდა და არც რახრახა მოტორი, მივყავარ და თან მიაქვს ბ...ეზოს ანსამბლიჰამ! ჰამ! ბეე! ღრუტუ! კრიახ! _ აქ ყველას ხმას გაიგონებთ, ჩვენი ეზოს ანსამბლია, დირიჟორი არ ჰყავს თორემ....ყანჩაყანჩამ გრძელი კანჭები წაჰყო გორგოლაჭებში. მოეწონა სრიალი და შემოჰკრა ტაში, თქვა:- ამ გორგოლაჭებით ვისრიალ...მართაერთი ციცქნა მართა ბრაზობს -რას ჰგავს ჩვენი სადარბაზო! ვინ დაყარა კევები, ვინ დათხვარა კედლები? კიბეებზე ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026