kids.ge logo

უცნაური კითხვა

ფავორიტებში დამატება
ერთი ფიქრი დღე და ღამე
არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:
-შენ და მამას ნაადრევად
თმაში თეთრი რად გერევათ?
-უცნარი ბიჭი მყავხარ,-
მოღიმარი ამბობს დედა, -
შენ იზრდები, ჩემო კარგო,
ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.
-არა, არა, აბა, გუშინ
რატომ მითხრა მამამ ასე:
-იმდენი თმა გვითეთრდება,
რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!
-მართალია, სწორი უთქვამს. . .
-თუ ასეა, ჩემო დედი,
ტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს
შენ ძალიან აბრაზებდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...ვანოტირის ბიჭი ვანიკო, მთელი ბაღი აიკლო, ესევიან ბავშვები: - ჩვენს ბაღში თუ დარჩები, წამით აღარ მოიწყენ ისე გ...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...სექტემბერი რას მღერისცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს ს...სიმღერა საქართველოზემოკაშკაშე ცაო, ზღვაო, ლიცლიცაო. დათოვლილო მთაო, მთაო, ქათქათაო, ჯეჯილო და ტყეო, სულ იშრიალეო, საქართველოს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026