kids.ge logo

შემწვარი კარტოფილი

ფავორიტებში დამატება

განა ასე ძნელი
კარტოფილის გათლა?!
მერე კარგად გარეცხვა,
მერე დაჭრა თხლად-თხლად.
ჯერ შავ ტაფას ვაცხელებთ
(არც ტაფას ვწვავთ, არც ხელებს),
ზეთს ვასხამთ და კარტოფილს
ვყრით ტაფაზე შიშხინით,
კარგად რომ შეიბრაწოს,
ვურევთ ხის კოვზს ხშირ-ხშირად.
გარჯა არ დაგეზაროთ,
ნუ მივირთმევთ მარტო “ფრის”,
რა სჯობია ოჯახში
კარგად შემწვარ კარტოფილს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფის შარფიმეგობრები ძველი ლამას მუდამ ახსოვს, ამიტომაც ახლა ჟირაფისთვის შარფს ქსოვს. ხელი კი აქვს სწრაფი, თუ ეყოფა ...მატყუარა ხოჭოხოჭომ ფრთები მოიხატა და დატოვა ყველა სახტად, თქვა: _ მამშვენებს კოპლები, ნუ შეჰკარით კოპები. აწი ხოჭო კი ...ღამურაყველასაგან მალულად სხვენში ცხოვრობს ღამურა, ჭერზე თავდაყირა ჰკიდია და სძინავს. თუმც, დროდადრო,როცა ღიმილი...წვიმა-ბალერინამოდის წვიმა-ბალერინა, მოდის წვიმა _ წკაპუნა, მთა და ბარი გააგრილა, ჯეჯილს ნამი აპკურა. მოირბინა თითის წვე...შავი თუთადგას გზის პირას შავი თუთა, დაუკარგავს ჭკუა სულ მთლად, ყრის ქუჩაში შავ-შავ თუთებს, ცერის სიმსხოს და სათუთე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026