kids.ge logo

ლევანიკო ყოჩაღობს

ფავორიტებში დამატება

ლევანიკომ ხოხვა-ხოხვით,
გადახეხა მთელი ნოხი,
დათხვარა ხელები,
დატყავა მუხლები,
გადაგლიჯა ჯინსები
ახლები და უხლები.
დახტის, როგორც კენგურუ,
ფუ, რუ-რუ და ჰე, რუ-რუ!
მალე ფეხზეც დადგება,
დგა, დგა ბიჭი, დგა, დგა, დგა,
აჯაჯგანა-ბაჯგუნა,
აჯაჯგუნა-ბაჯაჯგა.
ლევანიკო ყოჩაღობს,
გახარე, ოჯახო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს გოგობებოს გოგო ბზრიალებს, ფარჩის კაბა ფრიალებს. ბებოს სახლიც ტრიალებს, დადის ბანცალ-ბანცალით, კედლებს თავბრუ ...მათე და თხათხა-პეტელა, თხა-ბენტერა მათეს ეზოს დაემტერა. წაიგრძელა ყრონტი, არ დატოვა ყლორტი. რაც კი ჩანდა მწვანედ, ჭა...კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...ლექსების რიგშიარც ვაშლებს, არც კანფეტებს, ბებო ლექსებს არიგებს, თითო შეხვდა ელენეს, იკას, სანდროს, მარიკოს. რიგში დგანა...მელა და სუპერმარკეტი-ამ ბოლო დროს საქათმეს რად არ სტუმრობ, მელა? იქნებ, ვიდეო-თვალმა საქმე გაგიძნელა? – საქათმეში რა მინდა, უ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026