kids.ge logo

ჩემი მეგობარი გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

გაზაფხული სიყვარულით,
ყვავილებით ირთვება,
კაზმება მზის ნათელით,
იღვენთება სიმღერად.

იპრანჭება შესახვედრად,
სადედოფლოდ ირთვება,
თვალებიდან სითბოს აფრქვევს,
მარგალიტად იბნევა.

ეს რა კაბა ჩაუცვია,
საცარი,ხატულა,
მისი ხილვით დაბნელი
სუსხი სადღაც წასულა.

ყველაფერში საცარ და ზღაპრულ ფერებს დავლანდავ,
იქ მთვარესთან ვინავარდებ,
დარდებს ქარებს გავატან.

ფრთებს შევისხამ და ქარაშოტს,
ცაში გავეკიდები,
ლამაზ სიზმრებს ჩავეხვევი,
სტუმრად ავეკიდები.

ჩემს გაზაფხულს,ალბათ ფიქრებს,
სხვაზე მეტად გავუგებ,
მასთან ერთად ყველა სულდგმულს,
გზად ხალიჩებს დავუგებ.

მკლავებს გავშლი,ვით მეგობარს,
გულის გულში ჩავიკრავ,
ყვავილების ლამაზ გვირგვინს,
მწვანე თმებში ჩავუწნავ.

ერთად ლაღად გავუყვებით
მდინარეს თუ ორშარას,
ყველა კორდს და ყველა მდელოს,
ფერადებით მოვქარგავ.

ყვავილები,სიყვარული,
სითბო უზარმაზარი,
გაზაფხულო,მეგობარო,
დაგვიბრუნდი, სალამი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...თორნიკელას ანბანია,ბ,გ,დ...ითვლის ანბანს თორნიკელა მოღუშული, როდის უნდა ჩაამთავრონ, ასოების გრძელი მწკრივი?! აღარ უნდა დაა...ნაძვის ხეწელო, წელო ახალო და ჩემი ნატვრის გამგონეო, სიყვარულში,სიხარულში, მამყოფე და დამადნეო. დედა კარგად მიმყოფე...ჩემო საქართველომე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ, ქართული მიწის მადლით გაზრდილი, მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ, მისი დრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026