kids.ge logo

მაცნე

ფავორიტებში დამატება
დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ტყვიან დარილასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვირი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავ ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიცო,
კარგი გაგიზდავ რწევითა!
ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.

ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.
ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადაწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრილი,
თავზედ დავხვიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა, თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია.
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026