kids.ge logo

კამათი

(ვინ არის მართალი?)

ფავორიტებში დამატება

(შემოდის სანდრო ბურთით ხელში)

-ეხ,რა კარგად ვითამაშე,
ვბურთაობ და დავხტუნავ,
არც ლექსების სწავლა უნდა,
არც ათამდე თვლა უნდა.

გადახტი და გაქეცი,
აქეთ-იქით,ჩქარ-ჩქარა,
სიმარდეში ვერ მაჯობებს,
ვერც კურდღელი ნაცარა.

(შემოდის მეზობლის გოგო ნანა)

-რატომ ბაღში არ იყავი,
ცი დღეს რა ვისწავლე?
კარგი ლექსი რომ გვასწავლის
სიკეთეს და სიმართლეს.

(იცინის სანდრო)
-აუჰ,დედა რა მომხდარა?!
ლექსი დაუსწავლია,
დიდი რამეც დამიხედეთ
მეტიჩარას,პრანჭიას.

-კიდევ იცი,დღეს რა ვნახე?
თუთიყუში ლამაზი.
სულ გალობდა,ჭახჭახებდა,
ჩვენც დაგვიწყო თამაში.

თამდე თვლა ხომ ვისწავლე,
სულ დაგითვლი შენს თითებს,
აბა,ხელები მაჩვენე,
დათვლა სულ არ მაშინებს.
(ხელებს გამოსტაცებს)

-ამ პრანჭიას დამიხედეთ,
თმა კიკინას,ტირიას.
თუ ეგრე გაჯიბრე,
ჩვენ მეზობელ მირიანს.

მირიანმა კითხვაც იცის,
წერს კიდევაც ლამაზად,
ზღაპრებს თვითონვე გვიკითხავს
გამოთქმით და თამამად.

-მირიანი?ის ხომ ჩვენზე
გაცილებით დიდია,
მთელი ხუთი წლით უფროსი,
თერთმეტი წლის ბიჭია.

-თერტმეტი წლის,თერთმეტი წლის,
თქვი რას ნიშნავს თერთმეტი?
რაფერიც შენ არ იცი,
ბაქია ხარ,ჩერჩეტი.

-ბაქია ვარ?აბა,ერთი
დავითვალო მისმინე,
თვლა დღეს ბაღში დავისწავლე,
კარგი ყურით მისმინე.(თვლის ათამდე)

სულ მალე კი მეც სკოლაში,
დედანას გადავშლი ,
და არავის არ დავუთმობ
პირველობას სწავლაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...ვაშლის ხეჩვენს ვაშლის ხეს თოვლის ფიფქმა თეთრი კაბა მოუქარგა, გულში ფიქრობ:ასეთ კაბას ცის ფერია მოუტანდა. სილამაზით...მე ქართველი ვარმე ქართველი ვარ! - გული აძგერდა, სამყაროს გასცდა ძახილი მისი, მე ქართველი ვარ და არ მჭირდება, სიტყვა, მიწ...შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026